საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი "მუსიკა ბათუმიდან"
„მუსიკა ბათუმიდან“ არის უნიკალური რადიოფესტივალი, რომლის მსგავსი მანამდე არ ყოფილა. რადიოფესტივალი ყოველწლიურად 2023 წლიდან იმართება აგვისტოს თვეში. ფესტივალი აერთიანებს ქუჩის ცოცხალ კონცერტებს და პირდაპირ რადიო ეთერს FM 104.5 ტალღაზე. ასევე მოიცავს კონცერტებს მაღალმთიან აჭარაში. მისი მიზანია ადგილობრივი მუსიკოსების საავტორო შემოქმედების პოპულარიზაცია, მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, რეგიონის კულტურული იმიჯის ამაღლება და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება.
ყოველწლიური ღონისძიება აერთიანებს ქართულ და საერთაშორისო მუსიკოსებს. მონაწილეებს ელოდებათ საინტერესო პროგრამა, ღია ეთერი რადიოში და უნიკალური შესაძლებლობა გაეცნონ ბათუმის კულტურულ ცხოვრებას. ფესტივალი უფასოა ყველასთვის.














